Sunday, April 5, 2015

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღე. გავიმეორე განვლილი მასალა.  განვიხილეთ პროექტები ,მოხდა აზრების გაზიარება- კორექტირების შეტანა. გავიმეორეთ გაჯეტი და HTML-საათის, კალენდარის ჩასმა ალბომის და ვიდეოს გადმოტვირთვა და ბლოგში განთავსება.
  ამ ტრენინგით გავიღრმავე ცოდნა კომპიუტერთან მუშაობაში , სასწავლო პროექტის დაგეგმაში,ასევე გავიუმჯობესე ბლოგში მუშაობის უნარები.
  დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს ასეთი ტრენინგის ჩატარებისთვის, ყურადღებისთვის.

Saturday, April 4, 2015

მერვე დღე

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. მოხდა ფალსიფიკაციის რესურსების შექმნა, საქაღალდის მისამართის მინიჭება.გამოვიყენეთ სიის გაჯეტი და ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე.

Sunday, March 29, 2015

მეშვიდე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით
ვიმუშავეთ მოსწავლის საჭიროებებზე, ასევე როგორ მოვარგოთ პროექტი სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოსწავლეებს.
გადავხედეთ პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ ამ გეგმაზე და სასწავლო პროექტებზე,მის ძირეთად მიმართულებებზე და განვსაზღვრეთ როგორი უნდა იყოს პროექტის საბოლოო სახე.

Saturday, March 28, 2015

მეექვსე დღე

ტრენინგი დავიწყეტ გავლილი მასალის გამეორებით. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას, შევქმენითსაქაღალდე და ვისწავლეთ დიაგრამების აწყობა.განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და ვიმუშავეთ გეგმაზე

Sunday, March 22, 2015

მეხუთე დღე

ამ დღეს გავიმეორეთ გავლილი მასალა, გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს.ვიმუშავეთ ბლოგში და ვისწავლეთ გაჯეტების შექმნა: სურათების გაჯეტები, გამოკითხვის გაჯეტები, გვერდების გაჯეტები.

Saturday, March 21, 2015

მეოთხე დღე


გავიმეორეთ გავლილი მასალა.გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, ვისწავლეთ დროში გაწერილი სეფასების გეგმა. განვიხილეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა და წაშლა , ასევე ბლოგის სათაურის შეცვლა , ბლოგის წაშლა-აღდგენა.

Sunday, March 15, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე გავიმეორეთ გავლილი მასალა და ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შექმნაზე, სტანდარტების დაგეგმვაზე, მიზნის განსაზღვრაზე- დავიხმარეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები და ბლუმის ტაქსონომია, ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ვიმუშავეთ ბლოგზე.(ფონის შეცვლა)